სამაიას მსგავსება
ჩემი სიყრმის სალოცავი ვარსკვლავების ზღვებია. ზეციური, საოცარი, უსასრულო გზებია. ცის ბილიკებს მიუყვება ჩემი სულის სამყარო. ნეტა ერთი მაცოდინა უკვდავებავ სად ხარო! სამი ვჩივი, სამი არის, სამი წმინდა არსება. ღვთაებრივად საოცარი, სამაიას მსგავსება. ცის კიდესთან წინაპრების დალოცვილი ქვებია. სადღაც შორით, ჩაკარგული, უკვდავების წყლებია. საოცარი ბუნება აქვს ამ დალოცვილ სამყაროს. როგორ მინდა ამ ცხოვრებამ სულ სხვა გზებით მატაროს. სამი ვჩივი, სამი არის სამი წმინდა არსება. ზეციური, საოცარი, სამაიას მსგავსება. – მერ'ფი –
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი