როს ...


  როს ყველასაგან უსამართლოდ მიტოვებული,
      უკანასკნელად გახედავ სივრცეს,
      რომ წამით იგრძნო რაოდენ გიყვარს,
      რომელიც შენზე ძალუმად იწევს.
      აბობოქრებულ სტიქიას ისევ,
      ჩუმი ჩურჩული მოესმის შორი,
      შეგებრალება ყველა სულდგმული,
      როს მოგეკვრება გოლგოთის მორი.
      ჰე, მაინც ჯვარზე გაკვრა გარგუნეს.
      კუშტად შეყრილა ღრუბლებში რისხვა,
      ჩანს მოლოდინი რომ წამს დაბრუნდეს,
      შენი დიდება - და ბოლო სიტყვა:
            შეუნდე უფალო მე ვარ თავდები,
            რამეთუ ამათთვის ვკვდები და ვთავდები.
 
                               - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი