ბევრჯერ მაჯობე სატანავ !


ბევრჯერ მაჯობე სატანავ.
ბევრჯერ ჩემს შიშში მომკალი.
დასანანია რომ მპოვე,
მოსამკალი და მომმკალი...
ეს ჩემი გული, ლომგული,
სული სხვაგვარად იქცევა,
გულისთქმას ემორჩილება,
წამოდგება და იქცევა...
ცხოვრება მძიმე ჯვარია,
ტკივილი გასატანია.
ჩვენი ნაღვაწი და საქმე
გოლგოთას ასატანია.
ბევრჯერ მაჯობე სატანავ,
ბევრჯერ დამჩაგრე ძალითა.
ხანაც შიმშილით დამცადე,
ხან კი ლამაზი ქალითა.

-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი