ლექსი მოგართვით


ლექსი მოგართვით სულ მთლად ახალი,
ჯერაც სტრიქონებს არ შეშრობია.
ღმერთმა განსაჯოს მტყუან-მართალი,
პოეზია კი ჩემი ჰობია.
 
მე ამ სიტყვებით თავს არ ვიმართლებ,
სულ არ  მჭირდება უაზრო ფიცი.
ხშირად სიურპრიზი არის უმსგავსო
და მახეს გვიგებს სატანა ვიცი.
 
და რადგან ვიცი ერთს ვნატრობ მხოლოდ,
რომ აგვარიდოს უფალმა მსგავსი!
სუფთა სინდისი არის მთავარი
და ზოგჯერ ხდება სიცოცხლის ფასი .
 
-მერ’ფი-
P.S. პასუხი ლექსად  ზაზა ფირცხალაიშვილს „ლექსების გამოფენა“-სთან დაკავშირებით მომხდარ გაუგებრობის გამო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი