ყვარლელებს ვაჟაც უნახავთ


ყვარლელებს ვაჟაც უნახავთ,                                                                           
გამწარებულის სახითა.                                                                                   
აქაც უვლია მგოსანსა.                                                                                     
წუთისოფელის დაღითა!
ვერვინ უშველა მის სევდას,                                                                             
ხვედრმა ღარიბულ ატარა!                                                                               
ყვარელს რას ვერჩი, ვაჟასთვის,                                                                       
იყო სალხინო პატარა.
დაჟამულ ყოფას მის სულში,                                                                           
სიმწრის წვეთ-წვეთად აწვიმდა.                                                                       
სამშობლომ, ბოლოს ვაჟასთვის,                                                                       
გამოიმეტა მთაწმინდა! 
წასულს უფალი მიხედავს,                                                                               
ცოცხალს რა ვუყოთ იაო?                                                                               
როგორღა ვუთხრა ტურფასა.                                                                         
კვლავაც, რომ ერჩის ჭიაო?                                                                               
ცოდვით დახშულა, ამ ქვეყნად,                                                                       
სამოთხის კარი ღიაო!
                - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი