როცა


როცა  გარეთ ძლიერ ცივა,
ციდან ვარსკვლავები ცვივა.
როცა ზიხარ, იფშვნეტ ხელებს,
ითვლი სიგარეტის ღერებს.
ქარი არხევს ლეღვის რტოებს,
გრძნობ, რომ ყველა მიგატოვებს.
ჩაილია ბოლო შეშა,
ყინვამ დროც კი გააშეშა.
აღარ გინდა არვის ნახვა,
ფიქრებიც სხვა ბილიკს გაჰყვა.
ეს ცხოვრება არის წამი,
წამია და არის სევდა...
ცრემლი მოწყდა თვალთა გუგებს,
გაგახსენა უცებ ნენა. .
ეჰ, ბავშვობა თბილზე-თბილი,
მოგონება ტკბილზე-ტკბილი...
გარეთ, ქარი ამტვრევს რტოებს,
გრძნობ, ღმერთი არ მიგატოვებს.
გამოგიჩნდა უცებ შეშა,
გასწი,  რაღამ გაგაშეშა.
დროზე გადი ღია კარში.
შენთვის  რომ გაიღო ქარში...
როცა  გარეთ ძლიერ ცივა,
ციდან ვარსკვლავები ცვივა.
რაღას ზიხარ, იფშვნეტ ხელებს,
ითვლი სიგარეტის ღერებს.
-მერ’ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი