ღმერთო იხსენი ყვარელი!
აწვიმს დურუჯის ხეობას, ქარი ღრიალებს ხევში. სულ ამოვსილა ნაშალით, წყალსადინარი მთებში. ხალხი აზრზედაც არ არის, ვის რა მოელის დილით! გათანგულია სოფელი, დღიურ, დაღლილის ძილით. ძალა მოწყდარი ჯებირებს, ჯოჯოხეთური ძალის. ცოფმორეული ღრიალებს, წამონაშალი ღვარის. მოდის და მოაქვს დინებას ძლევამოსილი წყალი... ღმერთო იხსენი ყვარელი! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი