ამოცანა გვეკითხებასად ვიშოვოთ ბევრი ფული
ამოცანა გვეკითხება სად ვიშოვოთ ბევრი ფული. სათქმელად კი ადვილია ამოხსნა აქვს ძალზე რთული. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ თუ რა არის თვითონ ფული. ფული? - გქონდეს უფლებაა, ასრულების სიხარული. ფული ზოგის ნატვრა არის ზოგის ტანჯვის დასასრული, ზოგის შფოთვა... ზოგს კი ფული მიწაში აქვს დაფარული. ზოგი მისთვის თავს გაწირავს, თვალს ლიბრი აქვს გადაკრული, ზოგიც კიდე არად აგდებს იმდენი აქვს მამას ფული. ზოგმა ფულით ფული ჰპოვა, ზოგმა ფულით სიხარული. ზოგმა ფულზე სულ გაყიდა კაცობა და სიყვარული. თუ ფული გაქვს კაცი ხარ და თუ არა გაქვს?! არ გაქვს ფული? - შენს სიცოცხლეს ელოდება სიღატაკით დასასრული. ზოგი კაცი ფულით მოკვდა ზოგი კიდე უფულობით. ვინაც ფული სისხლით ჰპოვა ხმა გაითქვა უგულობით. ახლა ვზივარ და იმას ვჭვრეტ სად ვიშოვო ისე ფული, რომ ღირსებით შევრჩე ქვეყნად და არ ვიყო დანატრული. ისევ შემრჩეს კაცობა და ისევ შემრჩეს წრფელი სული, არ შევცქერდე ამ ქვეყანას ფულის შიშით დაზაფრული. ალბათ ყველას ცხოვრებაში დგება ძველის დასასრული, მეც ამ გზაზე ვდგევარ ახლა და მჭირდება რჩევა სრული ... ამოცანა გვეკითხება სად ვიშოვოთ ბევრი ფული. სათქმელად კი ადვილია ამოხსნა აქვს ძალზე რთული. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი