ფაზისი


ფაზისი!
ძველად ასე ამკობდნენ,
ტახტევანია მზის!  
ციდა ქალაქი
ზღვასთან მდებარე,
კარიბჭე შორი გზის.  
ლეგენდა გვამცნობს, 
რომ თვით მზის ღმერთი 
მამა კოლხთ მეფის აიეტისა.
იცავდა კოლხეთს მომხთურ თვალისგან
და ამის ნიშნად იდო საწმისი,
როგორც საწყისი კოლხთა დიდების!
გავიდა ჟამი, ულევი შფოთი,
დღეს ამ კარიბჭეს დარაჯობს ფოთი.
გავცქერი რიონს ზღვის შესართავთან,
თითქოს ჟამთასვლის აჩრდილი იძრა.
ამ დინებებში აიეტის ბაჯაღლო იცრა
და დაეფინა საუკუნოდ იმ ოქროს საწმისს!
დღეს ეს ქალაქი, პირველ მერცხალი, 
საქართველოში, ფეხბურთის, სპორტის, 
პირველ რკინიგზის კავკასიაში. 
განახლებული საზღვაო პორტის.
კვლავაც მასპინძლობს უცხოელ მნახველს
და გულს უხარებს ბედნიერ ქართველს!   
ფაზისი,
დაე მუდამ ვამბობდეთ,​ 
ტახტევანია მზის!
არის კარიბჭე ზღვასთან მდებარე
თვით აბრეშუმის გზის!                                          
      - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი