ამ ჩემს ცხოვრებას კომეტას ვადრი...


საღამოს ცაზე,
მზის ბოლო სხივებს,
როცა დაფარავს ზეცის ბრუნება, 
ციურ გუმბათზე ვარსკვლავთ მასივებს, 
მოაქვთ სხვაგვარი შემობრუნება... 
აი კომეტა, ხილული თვალით, 
სტუმარი შორი, მოულოდნელი. 
ზედ მოდრეკილი ნათელი რკალით, 
წავა და შთანთქავს შავი ქვესკნელი... 
მე ჩემს ფიქრებში კომეტას ვწვდები, 
ნოოსფეროსკენ მივექანები. 
გარს მეხვევიან, ვიწვი და ვცვდები, 
ამ უჩინარი, ბნელი, ქარებით. 
ამ ჩემს ცხოვრებას კომეტას ვადრი, 
დააფიქსირეთ ჩუმი წვის კადრი!.. 
- მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი