ყველა შენ გლანძღავს ...
ყველა შენ გლანძღავს, ზურგს უკან, ჩუმად, ნუთუ სუყველა შენი მტერია?! ერთხელ დაფიქრდი რად ხდება ასე? დავიჯერო, რომ ასე ძნელია?! ზოგი გიღიმის და გულში სძულხარ, ჩანს მლიქვნელობა შეუფერია. მართლა დაფიქრდე და მიხვდე იქნებ, ამპარტავნება სულთა მტვერია ! მე ჩემი გითხარ,შენ შენი იცი. ჩვენს შორის უკვე არაფერია. თუკი არაფერს არ შეცვლის მაინც, ეს ლექსიც ფუჭად დამიწერია . P.S. ვუძღვნი ჩემს მტრებს , კეთილი სურვილებით. იცოდეთ ყოველთვის მოგიხსენიებთ ჩემს ლოცვებში როგორც მოძულეთა და მაჭირვებელთა და ვთხოვ უფალს მოგაქციოთ ჭეშმარიტების გზაზე და გული ღვთაებრივი სიყვარულით აგივსოთ ... ამინ! – მერ'ფი –
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი