ბოლოს და ბოლოს...
ბოლოს და ბოლოს ტალღებია ირგვლივ ყოველი, სხივი ტალღაა, ბგერა ტალღაა, გრძნობა ტალღაა. არც სამყაროა ჩვენში ისე შეუცნობელი, როგორც კოსმოსის კუნჭულების მიღმა ახლაა... სამყაროს ცენტრი, ჩემი ფიქრით გარემოცული, რად გინდა ნეტა რომ ავზომო მეტრო-წამებით. აქ არის ღელვა, შინაგანი სხივით მოცული, რომ აღქმა შეძლო გახელილი გონის თვალებით. სკდება წერტილი, ფართოვდება დაუსრულებლად, ირგვლივ უსრული წერტილები სკდება მისგვარი. მარადიული ხლეჩა-შერწყმის აღსასრულებლად, მზეს დედამიწა მოევლინა როგორც სიზმარი. არარაობა არეული რეალობაში, არის სამყარო მოცემული მთლიანობაში! - მერ'ფი -
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი