დაჰქრის ფანტომი


დაქრის ფანტომი,
ფანტასმაგორიებს მოუცვია მთელი
ბნელეთი...
არის  ნახტომი,
და მტრედის ფერად გარდასახა
ცა და ხმელეთი.
აენთო დილა,
ჩანს რეალობა წამოადგა
ხილულ სამყაროს.
ჯერ კიდევ გრილა,
მზეს ჯერ არა სურს
სიმხურვალე მიწას ახაროს.
გაისმის სოლო,
და ფრინველების შეწყობილი
გუნდში გალობა.
დღეს არის ბოლო,
უკანასკნელი გვალვობისთვის
სავსემთვარობა.
წვიმა წამოვა.
ცის ყვავილები, ველად ამოვა.
                       - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი