0 0 28
ნუ განსჯით ყველას
თუ არის ერთი,
რომელიც ცოდავს:
ექიმი, მღვდელი,
პოეტი, რომელიც ბოდავს...
ნუ განსჯით ყველას !
ნათესაობა არაფერს ნიშნავს,
როცა სიკეთე არ არის გულში.
როცა სიცოცხლე არაფრად ფასობს,
კაიკაცობა იზომება მხოლოდღა ფულში,
იტყვიან ჩვენში - სად არის ღმერთი?..
ნუ განსჯით ყველას!
მოძღვარი გვმოძღვრავს,
ფარისევლობა თანმდევია სასახლის კარის...
ექიმი ცოდავს,..
პოეტი ბოდავს,..
ხალხი კი ხოტბას ასხამს დიდებულს !
ვიღაცა ბედავს,..
ვიღაც ვერ ხედავს...
ვიღაც თვალს ხუჭავს,..
ვიღაცას თვალებს ვიღაც უხუჭავს...
და მერე ვამბობთ
ნუ განსჯით ყველას.
ჩვენთან არს ღმერთი !
-მერ'ფი-