დიდება გმირებს


დიდება გმირებს,
ვინაც სამშობლოს თავი შესწირა,
და ამით გვიხსნეს. 
და ამით გვიხსნეს დაცემულები.
გადაგვარჩინეს,
ბოროტებისგან დაცემულები გადეგვარჩინეს.
რომ სიყვარული მარადობს დღეს,
ამ სიყვარულით გამთბარა მიწა.
რომ არ ჩაუგდეთ ქვეყანა მტერს
დიდება თქვენ, დიდება თქვენ!
აი წინ მიდევს აურაცხელი სია შვილების,
ვინც ჩვენ შევწირეთ,
ვინც ჩვენ შევწირეთ მძიმე ომებით.
არ დაგვავიწყდეს,
არ დაგვავიწყდეს მათი გოდება,
და გავუფრთხილდეთ...
და მომავალი ვაშენოთ კვლავ,
თავისუფლების უძირო ზეცა..
რომ ვარსკვლავეთში გვინათებთ გზას,
დიდება თქვენ, დიდება თქვენ!
                            - მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი