ნუ მპირდები
ნუ მპირდები, ნუ მპირდები, ნუ მპირდები, ნუ მპირდები, გადავცურავ უნაპირო ზღვებს. გაწბილდები, გაწბილდები, კიდევ ერთხელ გაწბილდები, ვერ იპოვი არ არსებულ გზებს. გავფრინდები, გავფრინდები, მეუბნები გავფრინდები, თუ გგონია გამოისხამ ფრთებს. დამცირდები, დამცირდები, მერე წახვალ გამცილდები, და ინანებ ფუჭად ჩავლილ წლებს. დაგჭირდები, დაგჭირდები, ბოლოს მწარედ ატირდები, გამოიყვან დამნაშავედ ღმერთს. დაფიქრდები, დაფიქრდები, თუკი ოდეს დაფიქრდები, რა უაზროდ ემდურები ბედს. გაკვირდები, გაკვირდები, ასე მუდამ გაკვირდები. რად მოელი მიუღებლად მეტს?! გაფრინდები, გაფრინდები! ასე შორს ვერ აფრინდები, ვერ ასცდები უსასრულო მთებს... სამყარო გიჩვენებს გზას, შენ კი სულ ელი სხვას! ნეტავ შენ რას ეძებ რას, ებრძვი უძირო ზღვას... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი