იყიდებოდა სიცოცხლე...
იყიდებოდა სიცოცხლე,
ჟამი ფასობდა ათასად.
არვის შეეძლო ეყიდა,
წამიც კი, ისე დაფასდა...
- ღმერთო რამდენი გავფლანგე!
- დარდით კვდებოდა მფლანგველი.
დრო გვქონდა, სულ არ ვაფასეთ,
დრო დადგა ჟამის მჟანგველი.
იყიდებოდა სიცოცხლე,
სხვა...
უკვდავების სახელით!
-მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი