რას არ შეგამთხვევს ამ ქვეყნად ბედი
რას არ შეგამთხვევს ამ ქვეყნად ბედი, ქრება უკვალოდ რჩეული ნიჭი. ჩემში პოეტი უფროა მეტი, ვიდრე უბრალო სოფლელი ბიჭი. მესმის სამყაროს მუსიკა დედი, გადავიწყება ძნელია, მიჭირს. მე დამეკისრა მისია მეტი, ვიდრე უბრალოდ, სოფლელი ბიჭის. ბოლო სიმღერას ღაღადებს გედი, ჩახმა მიუვალ უღრანში ფიჭვი. დღემდე საოცრად არ მწყალობს ბედი, ვრჩები უბრალოდ სოფლელი ბიჭი... ბიჭი, რომელსაც მზე ენთო სულში, ჩაიკარგება ჟამთა უფრსკულში?! .- მერფი - 1992წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი