დღეს იესო ჯვარს აცვეს ...


დაქცეული, გოდებით
დავსებული, უბნები.
ეკლესიის კართან კი
მომლოდინე მადლი.
ცხრა მთას იქით გასული,
გაქცეული შვილები.
ათასგვარი სატკივრით
სავსე დედის დარდი...
დღეს იესო ჯვარს აცვეს,
ზეგ აღდგომაც მოვა.
გასრულდება მარხვა და
დასრულდება გლოვა.
ხვალ მაცხოვრის საფლავთან,
კვლავ გადმოვა ცეცხლი.
თუმცა არსად გამქრალა
ოცდაათი ვერცხლი...
გავსებულა უბნები,
სხვას შემყურე ხელებით.
საკურთხევლის კართან კი
ჯვარცმას ელის მრევლი,
რომ შეუნდოს უფალმა                                                                                                       უძლურების ფიქრები                                                                                                                        
და მოჰმადლოს მით მზერას
სინანულის ცრემლი...
დღეს იესო ჯვარს აცვეს,
ზეგ აღდგომაც მოვა.
გასრულდება მარხვა და
დასრულდება გლოვა.
ხვალ მაცხოვრის საფლავთან,
კვლავ გადმოვა ცეცხლი.
თუმცა არსად გამქრალა
ოცდაათი ვერცხლი...
                               -მერ’ფი-
6 აპრილი 2018 წ. 
(წითელი პარასკევი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი