არც წვიმს, არც თოვს არც დარია ...


არც წვიმს, არც თოვს არც დარია.,
არც მზე ჩანს და არც ქარია.
მალე ძველ წელს გავაცილებთ,
წინ ჯერ მთელი ზამთარია.
ბავშვებს თოვლი უხარიათ,
დიდებს შეშა, ბუხრის ალი.
ბეღელს სავსე დოვლათი და
წლის სამყოფი მოსავალი.
ასე გავა ძველი წელი,
უშფოთველი, ბედნიერი,
ქვეყნად არსად მეგულება 
ქართველების დარი ერი ...
არც წვიმს, არც თოვს, არც ქარია.
მერე რა რომ ზამთარია?!..
                                     -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი