აქაც მოყვრულად მოვედი...


აქაც მოყვრულად მოვედი,
„ვაი!“ წინ დამხვდა მტრულადა?!
​რა დავუშავე, ღვთის მადლმა,
რატომ მექცევა კრულადა?!
​ჩემს სარჩოს რასაც მოვიმკი​,
​​სხვებსაც ეყოფა პურადა.
რად მინდა მუქთას სამადლო,
​მადლს მეც გავცემდი ფულადა.
ბევრი ხელსაქმე თანა მაქვს,
ბევრსაც ვარგებდი  სულადა.
გვერდში ვერავინ დამიდგა,
​ამასა ვჩივი სრულადა...
P.S.
სულაც არა ვარ ბეჩავი,
თავს არ ვგრძნობ დაჩაგრულადა.
იმან იკითხოს ვისაცა
ცხოვრება გაჰყავს ტყულადა!
​  -მერ'ფი-
მოყვრულადმტრულადსამადლობეჩავიაქაც

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი