იარაღების მაგიერ
იარაღების მაგიერ
ჭიქა გვიჭირავს ხელში.
სამშობლოს დაცვა გვგონია
ღვინის გადაკვრა ყელში.
ხშირად მოყვარეს ვიგულებთ
დაუძინებელ მტერში.
თუ ასე დიდხანს გაგრძელდა
ვინღა დარჩება ჩვენში?!
-მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი