ნურასდროს ნუ იტყვით სოხუმი დაეცა...


- „ნურასდროს ნუ ვიტყვით:
„სოხუმი დაეცა"...
უბრალოდ, ცოტა ხნით
,,გავდა თალხში"...
სოხუმი პატარა 
ბავშვივით გაგვექცა...
ბავშვი კი ყოველთვის 
ბრუნდება სახლში..."
- არიან ბავშვები
თვალებში ცრემლსა 
და გულში რომ 
გვიჩენენ სევდას...
არიან ბავშვები
რომლებიც არასდროს
აღარ უნახავს დედას !
დღეს საქართველო
ის აღარ არის და
არც აფხაზეთი
იქნება ძველი.
გადავიწყებას წაუღია
ტკივილი, სევდა.
ომი და მისგან
მოგვრილი ცრემლი.
როდის გავიგებთ
რომ ჩვენი ყოფა
მხოლოდ და მხოლოდ 
ერთი წამია?!
და დედამიწა,
უშნო საზღვრებით
გადაჩეხილი,
დასერილი...
,,ბოლო ჟამია " ?!
- მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი