გვიანი შემოდგომა გურიაში


მოჟამული ამინდები მიეწყო.
ხშირი წვიმა, ფოთოლცვენა, ქარი.
ხანდახან კი მზის სხივები იჭყიტება,
შემოდგომის 
მოსახურად გამზადებულ კარში...
მოსანატრი გაგვიხდება, მცხუნვარე მზე მალე, დარი...
მთებში მოთოვს,
თოვლჭყაპი კი გულს წაიღებს ბარში.
ყინვებმაც თუ მოუჭირა ,
გვიწერია ყველას ჯვარი.
უთქვამთ ამ დროს პატრონიო,
ძაღლს არ აგდებს გარეთ, კარში! 
ხოდა მეტყვი ახლა ძამა,
რა.მინდოდა გურიაში?!
შენ ჭიშკრიდან რას უყურებ?
შეიხედო უნდა სახლში.
გურულების კრიმანჭული,
ღმერთთან ადის მაღლა ცაში !
                                             -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი