ვინ იყო ბიზანტიის დედოფალი მარიამ-მართა?


ქვეყანა, რომელიც მან მართა,
იყო იმ დროში პირველი.
აღმაშენებლის მამიდა.
„რუის-ურბნისის“ მხილველი.
ბაგრატ მეოთხის ასული.
დედოფალი და დედაო.
მისი დიდებით ხარობდა
ათონის მთა და მცხეთაო.
ქართველ ბერების მფარველი,
მის მადლს ვერ აღწერ ენათი.
მისი სურვილით აშენდა
იყალთო გვაქვს თუ გელათი.
თამარს რომ  ღვაწლით ვადარო,
ვინ  გაიკვირვებს  წყენითო,
თვით დავით მეფემ იახლა,
ღვთივ კურთხეული რწმენითო!
                      -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი