მე ვერ შევძელი...


მე ვერ შევძელი, 
მე, მხოლოდ წასვლა და 
ეშმას ვერ ვუგე ხოში.
ვერ გადავყარე წყალში, საცდელად,
სიმწრით ნაშოვი გროში.
  ჰო და თვალებში სევდა გვიღიმის,
და ეს ღიმილი გვაკრთობს.
ღმერთ ვევედრები რომ ერთად ვიყოთ,
ნუ მიგვატოვებს ამ დროს!...
  ვერ ვართ იმგვარად, როგორც გვინდოდა,
მაგრამ ვერ გტოვებთ, რატო?!
როგორ გავბედო , სამი გოგონა,
რომ შეგატოვო მარტოს...
  თუმცა ვაჟკაცი უკვე დიდია,
და შორ მანძილებს იპყრობს.
უკვე  ჩვენს შორის ბეწვის ხიდია,
ჩვენ მასზე, ის ჩვენზე ფიქრობს...
  რამდენმა გვირჩია იმისგან გაქცევა,
რაც აქ, ცხოვრებამ არ გვარგო.
რაი ვქნა, შენა და ჩვენი შვილები,
ვერ გადაგძლიეთ კარგო. 
  არ მიჩანს არარად, თქვენს საფრთხეებზე,
თქვენთან ყოფნაზე მეტად,
ცალ-ცალკე ვიაროთ მარტოსულად და
ფული ვაქციოთ კერპად!

  არა და იესო შენ გევედრები,
ვერ ამოგვხადონ სული.
ნურვის მოასწრებ გთხოვ, განშორებას,
მოგვმადლე  სიხარული !

P.S.

რამდენი ადამიანის სადარდელია, მიატოვოს კერა, ოჯახი და წავიდეს ლუკმა პურის საძებნელად . ეს ლექსი ეძღვნება ჩემს ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ განსაცდელის წინაშენ დგას, რომ საშოვარის გულისთვის განეშოროს ყველაზე სანუკვარ ადამიანებს და გარემოს. 
                                                                                                  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი