თეთრი ფერის გაგვაგონეს ხმაური...


შ.ს.ს.-მ ხომ მოახდინა ბოდიში, 
თან სისხლისღვრა აარიდა ქართველებს...
ახლა მშვიდად გეძინებათ ლოდინში,
ყველას გტოვებთ ფრთაშესხმულს 
და ჯანმრთელებს ...
თეთრი ფერის გაგვაგონეს ხმაური.
აღარ გვინდა ამ ფერებში...   !,
ვერ იტყვი.
სად რა ფერი, რომელ ფერში ერევა,
ვინ ვის აზის, ვინ ვის ძალით ერევა...
საით არის ჯოჯოხეთის კარები,
ან სად გაჩნდა პროგრესული ბზარები..
ყველა მხარე მხოლოდ წყრომით ხელს იშვერს,
ყველა მხარე თავს იმართლებს ამაში.
ქართველობა დავილიეთ თანდათან
კაიფში და ერთმანეთის ჭამაში...
ეს არ გვეყო? ხო და დროა,
ბოროტებას წავართვათო სამალი,
გავხადოთი ლეგალური წამალი.
თუ ეს შველის ზნედაცემულ გონებას,
ვინ დაეძებს ჩვენი სულის ცხონებას?
რა დროსია დედალი თუ მამალი,
სტუმარს უნდა? შევუკვეთოთ წამალი.
მერე მოაქვს აფრები და აფრები,
ვიდრე ასე უსასრულოდ გაქრები...
თეთრი ფერის გაგვაგონეს ხმაური
ვიღას უნდა ბუნებრივად...   !
ვერ იტყვი,
სად რა ფერი რომელ ფერში ერევა..
ამ სატანებს ნეტა ვინ მოერევა!?
-მერ'ფი-

14.05.2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი