ცხოვრება
ცხოვრება - - ცხოვრება საავდრო ღრუბელს მაგონებს, და ელი თუ მოვა წვიმა... ზოგისთვის სიცოცხლე წვიმიდან იწყება, ზოგისგან სიცოცხლეც მივა. ქვეყნად ცხოვრების მახეს ვერას გაუგებ, ვერას, ბედის ბორბალი მწარე სიკვდილს გვიქადის ყველას. ადამიანი როდესაც კვდება, სული განკითხვას ელის, და ქვეყნად მხოლოდ ის რჩება, რაც კარგი ოდესმე ჰქენი. ამ ქვეყნად ნუ ელი სამოთხის განგებას, სიცოცხლეს ეშმაკს ნუ სწირავ, ამ ქვეყნად ნაგები ზღაპრული სასახლე იმ ქვეყნად არავის მიაქვს... ცხოვრება ჯადოსნურ სიზმარსაც მაგონებს, სიზმარშიც ყოველთვის ვერ აღწევ მიზანს. ზოგისთვის სიცოცხლე უმიზნოდ ბრწყინდება, ზოგი კი სიცოცხლეს სწირავს. -მერ'ფი- P.S. ეს ლექსი ბავშვობაში დავწერე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი