როცა არ არის ერთობა !


როცა არ არის ერთობა,
ყველა თავის გზით ერთობა.
სიმართლე ხდება ცხრაპირი,
აკრავს უტეხი ნაპირი.
და ირევიან მწერები,
მოგექცათ ასე მტერები!..
ფერებს დაეტყოთ თალხი,
ბნელ სკნელს ირევა ხალხი,
როგორც ბზიკების ღალა..
რწმენამ დაკარგა ძალა.
ჳისღა აქვს ობლის კვერები.
კბილით უჭირავთ ბგერები!..
მორჩა არ არის ერთობა,
ყველა თავისით ერთობა...
ყველა...  თავისთვის ერთობა...

                             -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი