საჭიროა თვითმფრინავი?!
ერთხელ თურმე ,ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრებ დაბალგანვითარებულ ტომს, ორმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაუფრინა. მათ ისინი ღვთაებრივები ეგონათ და ააგეს ჩალისგან თვითმფრინავების მაკეტები და დაიწყეს მათ წინ რიტუალების ჩატარება. თითქოს კავშირი უნდა დაემყარებინათ იმ მფრინავ ზეციურ სულებთან... ადამიანი, რომ გაფრინდეს საჭიროა თვითმფრინავი და არა რიტუალები . კავშირის დამყარებას კი კავშირგაბმულობის სისტემები, მათი შექმნისა და გამოყენების ცოდნა ჭირდება!.. ღმერთი კაცობრიობას მცირე ულუფებით აწვდის ამ ცოდნას, თუ როგორ დავამყაროთ კავშირი მასთან, მაგრამ მთავარი ის არის რა ვუთხრათ ღმერთს, როგორ ვუვლით ჩვენთვის ბოძებულ სამყაროს?! ხომ არ ვიქცევით ჯიუტი ბავშვებივით, რომლებიც ამტვრევენ სათამაშოებს და მერე ტირიან მაღაზიებში, ახალს ითხოვენ, რომ კვლავ გააფუჭონ და კვლავ იტირონ ?! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი