ვალი
ერთი უცნაური ამბავი გამახსენდა. თურმე ერთ კუნძულზე , სადაც გემები იშვიათად ჩერდებოდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა ნატურალური მეურნეობით ირჩენდა თავს. ფული ძალიან იშვიათობას წარმოადგენდა თურმე. ერთხელ ერთ გემს ჩამოუვლია და ერთი ადგილობრივი მეთევზისაგან თევზი შეუძენია. გახარებულმა მეთევზემ, ფული თავის მევალე მეზობელს მიურბენინა ხელად და ვალი გაისტუმრა, მეზობელმა თავის მევალეს და ასე ამ ფულმა მთელი კუნძული მოიარა. ბოლოს ამ მეთევზის მოვალის ხელში აღმოჩნდა და იმანაც მეთევზეს გაუსტუმრა თავისი ვალი. მერე ის ფული სად წავიდა არავინ იცის, მაგრამ სულაც რომ გამქრალიყო, უკვე არავის აღარავის ვალი აღარ ჰქონდა და კუნძულის მაცხოვრებლებიც ალბათ თავს უფრო თავისუფლად გრძნობდნენ არა? ძნელია ვალებით დამძიმებული ცხოვრება, ძნელია მართლაც! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი