ღია წერილი
მზე რახანია ჩაესვენა ჰორიზონტს მიღმა. ყველა სულდგმული თავს აფარებს გათენებამდე და აღარ ისმის არსაიდან ხმა ბუნებრივი. და ამ გვიანი შემოდგომის სუსხიან ღამეს, როცა ირემი, წამით შებღავლებს ზეციურ ძალებს, სადღაც წიხლს აჰყრის გატანჯული ნაცემი ვირი. მე ვიგრძნობ, როცა შენ საწოლზე გულჩაღმა სტირი. აღმართულ მთებზე მგლების ხროვა შესტირის მთვარეს. აურზაური აუტეხავთ სოფელში ძაღლებს... რა იქნებოდა რომ ყოფილიყავ შენ ჩემთან ერთად, და რომ შეგვეცნო, ორივეს ერთად, ჩვენ ქრისტე-ღმერთი. როგორ მინდოდა, რომ მყოლოდი შენ ერთად-ერთი. ... შენ იყავ ქალი ევასა და მისთანის მოდგმა... არ ვინატრებდი, რომ შენგან მეგრძნო იმ მგლების მოთქმა, თუმცა ლამაზად მოისმოდა ცივ შორეთიდან... დაკლაკნილ ბილიკს მიჰყვებოდა ფიქრი ამაყად. სადღაც შორიდან მოისმოდა განგაშის ზარი, და სევდიანი ეკლესია თავისთვის იდგა... ... რად არ გვეღირსა დაგვეწერა მე და შენ ჯვარი ... სადღაც ლიცლიცებს ათინათის ლამაზი ჯარი და ხეობაში დაიღმუვლებს პირქუში ქარი. ... მე შევცდი შენში... "მე შევცდი შენში, მე შევცდი შენში, მე შევცდი შენში" - ექო დაამტვრევს ამ კვნესით ნათქვამს და შეიბღავლებს დაცემული ირემი მგლისგან. სისხლით ნაწერი სტრიქონები. მთვარის მზეობა. ვიღაცა ალბათ გადაუხდის ჩემს შვილს დღეობას. შენ ეს დღეც მომისპე, როგორც ყოველი ოცნება, მიზანი. ... ეძებს გამოსავალს დაჭრილი მისანი... ირგვლივ მთებია, მთები და მთები. შორს ალბათ, იქნება სივრცე და ზღვები... ზარები დადუმდნენ. მზეც ჩაესვენა ჰორიზონტს მიღმა, ყველა სულდგმული თავს აფარებს და არსაიდან არც ერთი სიტყვა. მამალი ირემი უკანასკნელად შებღავლებს ზეციურ ძალებს. სადღაც წიხლს აჰყრის გატანჯული ნაცემი ვირი... იცოდე სული დაგიმარტოვებს და ვიგრძნობ, როცა შენ საწოლზე გულჩაღმა სტირი. - მერფი -
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი