სადღაც, პურის ქურდობის გამო ერთი მოხუცი კაცი დაუჭერიათ


არ ვიცი რამდენად სიამრთლეა, მაგრამ შინაარსს ვეთანხმები და ვიზიარებ და თქვენც გთხოვთ გააზიაროთ.
სადღაც, პურის ქურდობის გამო ერთი მოხუცი კაცი დაუჭერიათ და განრისხებულმა ხალხმა მოსამართლეს მიჰგვარესო.
მოხუცმა დანაშაული აღიარა და თავისი შეცდომა ასე განმარტა:
- მესამე დღე იყო, რომ მშიერი ვიყავი და ლამისაა შიმშილით ვკვდებოდი.
მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა:
- მე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ მოიპარეთ, მხოლოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გავალებთ. ვიცი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გადაიხადოთ ეს ფული, ასე რომ თქვენს მაგივრად მე გადავიხდი...
მოსამართლემ ჯიბიდან ფული ამოიღო და ითხოვა, კომპენსაციის მაგივრად ასმაგი ოდენობით გადაეცათ პურის გამყიდველისთვის.
შემდეგ იგი წამოდგა და შეკრებილ საზოგადოებას უთხრა:
- ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავე და თითოეულმა ჩქვენგანმა უნდა გადავიხადოთ ზნეობის კომპენსაციაო, რადგან ჩვენ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც ადამიანი იძულებული გახდა შიმშილის გამო მოიპაროსო...
ხალხმა შესაძლებლობისდაგვარად გაიღო შესაწირავი. შეგროვილი თანხა მოსამართლემ მოხუცს გადასცა და დასძინა:
- თუ მშიერსა და ღატაკ მოქალაქეს დავინახავთ ამ ქალაქში, სადაც ცივილიზებული საზოგადოება ვცხოვრობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფალი მათ ქონებას იპარავსო!..
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი