ამ ცხოვრების დედაც ... არა!
ამ ცხოვრების დედაც ... არა! (გთხოვთ) და თვითმკვლელობაც არა! ვერავის ვიმეტებ თვითმკვლელობისთვის, ჯობს სიკეთისთვის ბრძოლაში მოგვკლან, მოწამებრივი გზით ვიაროთ და ამის არაერთი მაგალითი მოუციათ ჩვენს წინაპრებს! თუ არა და სანიმუშოდ ნუ გავუხდით მოზარდებს თვითმკვლელობის გზას. ნუ ვიქნებით სიკვდილის პროპაგანდის ნაწილი. ღმერთმა შეუნდოს და ნათელში ამყოფოს ლუკას დატანჯული სული, მწამს , რომ გადარჩენილიყო , აღარასოდეს იფიქრებდა თვითმკვლელობას. ერთხელ, 1989 წელს,რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავიცანი ერთ გოგონა, რომელმაც საქმროს გულისთვის თავი მოიწამლა, მისმა საქმრომ თავი მოიკლა, რიცა უთხრეს, რომ ამ გოგომ მისი გულისთვის მანქანის აკუმულიატორის მჟავა დალია, კლდიდან გადაიჩეხა მანქანით, ის გოგო თითქოს გადარჩა, ცოტა ხანს იცოცხლა მხოლოდ, და იმ პრიოდში იცით რა მითხრა? აქედან თუ გამოვძვერი, მუხლისჩოქვით შემოუვლი სვეტიცხოველსო. მას მზია ერქვა, მის საქმროს ნუგზარი. კიდევ ის მითხრა მზიამ, რომ ნუგზარი ვნახე სიზმარში და ნანობდა თავის საქციელსო. ღმერთმა აცხონოს მისი უმანკო სულიც, სოყვარულს, რომ შესწირა. მე ვფიქრობ, რომ რომეო და ჯულიეტაც კი, არა სუიციდს მაგალითი, არამედ გაუსაძლისი გარემოს მაგალითია და რომეოსა და ჯულიტას კი არ უნდა მივბაძოთ, არამედ ვეცადოთ ასეთ ბოროტი გარემო აღმოვფხრათ. გთხოვთ გაიზიაროთ ეს :( -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი