საქართველოში ჯანდაცვის სფეროში
საქართველოში ჯანდაცვის სფეროში რომ ყველაფერი წესრიგში ვერ არის ყველა ვხედავთ, პრევენციული მედიცინაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია, 16 წლის ბავშვს , რომ ტვინში მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდება, ისიც ბოლო მომენტში, როცა გონება დაკარგა, ეს უკვე რაღაა? ამ კაცს კიდე გაუმართლა და მხოლოდ ფულის გამოძალვის მცდელობა იკვეთება. მაგრამ ადამიანები რომ ექიმების ან უექიმობის შედეგად სიცოცხლეს კარგავენ , სულაც არ არის დასაიგნორირებელი თემა! ასობით მილიონი იხარჯება ჯან დაცვაზე და პრაქტიკულად ამ სფეროსთან ჩემი შეხებიდან გამომდინარე , არც ექიმთან და არც პაციენტთან თითქმის არაფერი ხვდება. თუ ექიმმა უფასოდ გასინჯა , მადლობელი ხარ, და მერე აფთიაქში თავზარი დაგეცემა, იმხელა ფასები ადევს წამლებს. ფასები ფასებია და ცალკე კიდე შესაძლებელია წამლის მაგიერ ცარიელი კაფსულები ან და ფალსიფიცირებული წამლები იყიდო თურმე, რომელსაც არანაირი სამკურნალო ეფექტი არ აქვს.... მოკლედ ყოველმხრივ საფრთხეშია თვით ადამიანთა სიცოცხლის უფლება, სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ!.. საზოგადოებამ რაღაც უნდა შევცვალოთ. თორემ გასაჭირის ბიზნესი კიდევ უფრო აყვავდება საქართველოში. ნუ გავამრავლებთ სხვათა უბედურებაზე აყვავებულ ბანკებს, აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებს, ვაი მედ პერსონალს მათ შორის და ფსევდო სასულიერო პირებს. იმათ ვგულისხმობ, შესაძლებლობისდაგვარად ნებაყოფლობით შემოწირულობებს, რომ არ სჯერდებიან და ტარიფებს აწესებენ ლოცვა-კურთხევისთვის და მხილების შემთხვევაში, სინანულისა და დალოცვის მაგივრად დასაწყევლად, რომ არიან მზად... ღმერთო დაიფარე საქართველო და ფსევდო ქრისტიანები მოაქციე ჭეშმარიტ ქრისტიანობაში. გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი. -მერ'ფი- www.merpi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი