დაავადებათა პრევენცია,


დაავადებათა პრევენცია, ჯანმრთელობის დაცვა ან და დაავადებათა დროული გამოვლენა და მკურნალობა, გაცილებით იაფი უჯდება კაცობრიობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში, ელემენტარული მკურნალობაც კი, სუბიექტური თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, ძალიან ბევრი ქართული ოჯახისთვის, ხელმოსაწვდომი არ არის.
რაც შეეხება ვირუსულ ინფექციებს, აქ ხომ საერთოდ ღვთის ანაბარად ვართ მოსახლეობა მიგდებული!..
რას ნიშნავს „კორონა“ ვირუსისთვის მზაობა? რა ღონისძიებები ტარდება პრევენციის კუთხით? საკმარისია ეს ღონისძიებები?..
რა გვიშლის ხელს, რომ საქართველოში შეიქმნას, ვირუსული ინფექციებიდან,მაღალი დონის დაცვის პირბადეებისა და ტანისამოსის საწარმო?
- თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დამონტაჟდეს ტემპერატურის დისტანციურად საზომი თერმომეტრები და მომატებული ტემპერატურის ადამიანები გადამისამართდნენ სამედიცინო პერსონალთან.
- მოხდეს შენობებისა და ტრანსპორტის სავინტილაციო სისტემებით აღჭურვა.
- ადამიანებმა თავი შევიკავოთ ვირუსის გამავრცელებელი მოქმედებებისაგან, როგორიცაა: სახეზე აუფარებელი ხველება-ცემინება (ამისთვის სასჯელიც უნდა დაწესდეს, რადგანაც შეგნებულად ვირუსების გავრცელებას ნიშნავს); ინფიცირებული ადამიანის გადაკოცნა და ხელის ჩამორთმევა. (საერთოდ ჯობია თავის შეკავება, რამეთუ ვინ იცის ვინაა ინფიცირებული და ვინ არა) ; საერთო სასმისით სასმელის მიღება და მსგავსი მოქმედებები, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს! და ა.შ.
მოკლედ ვირუსული ინფექციები თანდათან მუტაციებს განიცდიან და ერთ დღესაც შეიძლება საერთოდ უკონტროლო მდგომარეობა შეიქმნას, თუ პრევენციულ ღონისძიებებზე არ იზრუნებს კაცობრიობა.
ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, ექიმი არ ვარ, და თქვენ დაამატეთ თუ რამე გამომრჩა. აგრეთვე გთხოვთ გაავრცელეთ და გააზიარეთ ეს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ ნახოს და გაიზიაროს.
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი