როდესაც „ევროსტუდიაში...


როდესაც „ევროსტუდიაში“ (ხმის ჩამწერ სტუდიაში) ვმუშაობდი ერთი უცნაური სტუმარი გვესტუმრა სტუდიასთან მიმართებაში. პროფესიით ონკოლოგი, (სამწუხაროდ სახელი და გვარი არ მახსოვს და თუ ამ სტატიას გადააწყდება, ვთხოვ გამომეხმაუროს.) და გვითხრა, რომ გაუგია იმ დროისთვის საქართველოში ყველაზე საუკეთესო მიკროფონი, რომ გვქონდა და უნდოდა კიბოვანი უჯრედების ხმის ჩაწერა!..
ჩვენ ავუხსენით რომ ჩვენი მიკროფონი მხოლოდ 16-24000 ჰ. სიხშირეზე მუშაობდა და ამგვარად ვერ შედგა ჩვენი თანამშრომლობა.
დღეს რომ ვუფიქრდები ამ ამბავს და რეზონანსის შესახებაც გარკვეული ინფორმაცია დამიგროვდა, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ყველა მიკროორგანიზმს ისევე როგორც მაკროს, უნდა ქონდეს სიხშირე (სუსტი წერტილი), რომელიც რეზონანსში მოიყვანს და გაანადგურებს მხოლოდ მას. ანუ მიზანმიმართული აკუსტიკური ბგერით მკურნალობაზეა საუბარი.
უწინ საეკლესიო ზარებს ისეთი სიხშირეები ჰქონდათო, რომ სეტყვის ღრუბელსაც შლიდა და ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელაბას აკავებდაო... გაიგე ახლა ეს მითია თუ დაკარგული ტექნოლოგია!..
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი