თავზარდამცემია სულწაწყმენდილი პიროვნების ხილვა...
თავზარდამცემია სულწაწყმენდილი პიროვნების ხილვა, მით უფრო, სულდაცემული სასულიერო პირისაგან გვაშოროს უფალმა!. ღმერთმა იცის ვინ არის მართალი და ვინ არა, ვინ ვის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ვინ ვის ბანაკშია, ვინ ჭეშმარიტი ქრისტიანია და ვინ ცდომილებაში შესული... მე ხომ მხოლოდ აისბერგის მცირე მწვერვალს ვხედავ და არ შემიძლია სრულფასოვანი დასკვნის გაკეთება, ისედაც არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმეს განკითხვის, მით უმეტეს სასულიერო ერარქების და ღმერთს შევთხოვ მოგვცეს ძალა და სიყვარული იმისა, რომ განკითხვის მაგიერ სინანული გაძლიერდეს თითოეული ჩვენგანის სულსა და გულში და ვილოცოთ ღვთიური მადლისა და ურთიერთ ღვთაებრივი სიყვარულის მოფენაზე, რაც ესოდენ გვაკლდა და გვაკლია ქართველებს დღეს!.. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი