მე რაც შემიძლია...
მე რაც შემიძლია, ისიც მეტ-ნაკლებად, მხოლოდ ლექსებისა და მუსიკის წერაა. ერთი ეგ არის, რომ არავის მეხოტბე არ ვყოფილვარ და ამ გზით არასდროს გამხდარა ჩემი შემოქმედება რაიმე შემოსავლის წყარო... ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ მექნებოდა ლექსები სტალინზე, ლენინზე, ზვიადზე, ედუარდიზე, მიშაზე, ბიძინაზე და არავისზე ნაკლებად არ გავრითმავდი და არც ქათინაურების უხვად გაცემა დამავიწყდებოდა! კარის მეხოტბეობას ნურავინ დამწამებს და თან ისეთები, მით უმეტეს, მუხლები ხოხვით გადაქექილი რომ აქვთ ერთ ადგილას თავდახრილად ნაძრომიალებით! ჩემი მიუკერძოებლობის გამო, დღემდე უმუშევართა და ღატაკთა რიგებში ვარ და ჩემი ოჯახი ნახევრად შიმშილობს. გრცხვენოდეთ ვინც რაიმეს გამორჩენის მიზნით ვინმეს მეხოტბედ მომიაზრებთ ! -მერ'ფი- www.merpi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი