ახლა ვისი დროა?


კომუნისტების  დროს ბავშვი ვიყავი და  სათვალავში ვიყავი, მხოლოდ... 
„ზვიადის“ დროს ერის შვილობა მომინდა...
„შევარდნაძის“ მეორედ მოსვლის დროს თუ რამე მებადა გადაჰყვა მაგ  დროს და მადლობა უფალს რომ ცოცხალი მაინც ვარ...
„ნაციონალების“ დროს (10% -ც არ დარჩა დღევანდელ ნაციონალებში იმ ხალხის) ლამის მათხოვრად ვიქეცი, რომელსაც სანამ თბილისში ვიყავი, სოციალურ დახმარებასაც კი არ აძლევდნენ, კომპიუტერი გაქვსო! არადა ამ დროს კომპიუტერი ჩემს შვილს აჩუქა მაშინდელმა განათლების მინისტრმა, როგორც წლის საუკეთესო მოსწავლეს!...
„ბიძინას“ დროს დამაპაუზეს საერთოდ!  ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და მიუხედავად ამისა ვარ სოციალურად ჩამოკიდებული სახელმწიფო შემწეობებზე, არ ჯობდა ჩემი ცოდნა და განათლება გამოეყენებინათ სამშობლოს სასარგებლოდ და პირიქით დავეხმარებოდი მრავალს?..
ახლა არ ვიცი ვისი დრო მოვა, მაგრამ ის კი მადარდებს, რომ დღემდე სუფთა ხელოვანი ადამიანებისთვის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არასდროს იმეტებდნენ ნასუფრალზე მეტს, ზოგჯერ მაგასაც კი არა...
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი