სპაიდერ-მენი გაზის ოთახში
მე რევოლუციონერი ვარ. თავიდანვე რევოლუციონერი ვიყავი. 1848 წელს საფრანგეთში მეფე, 1917 წელს რუსეთის მეფე, 2018 წლის ორ მაისს კი, დილით, ტახტიდან ტელეფონი ჩამოვაგდე, ოღონდ, წინა ორისგან განსხვავებით, ტელეფონის ტახტიდან ჩამოგდება არ მინდოდა, - ჩამომივარდა. გარეთ წვიმდა, სხვა არაფერი მახსოვს. ან კი რა არის დასამახსოვრებელი? მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს სინამდვილეში: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ღირს თუ არა ეს ცხოვრება იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც უმთავრეს ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი. არა, განა თვითმკვლელობა მქონდა განზრახული, არამედ უბრალოდ ვამბობ, რომ უნდა გადაწყვიტოს კაცმა, უღირს სიცოცხლე თუ არა. მე მიღირდა, ამიტომ ტახტიდან შემთხვევით ჩამოგდებული მობილური ტელეფონი ავიღე, ბლოკი მოვხსენი. აგური მძიმე იყო, ამიტომ ცოტა ბიცეფსები დამეჭიმა, მაგრამ ეგ არაფერი. ინტერნეტი ჩავრთე და მესენჯერი შევამოწმე - მაინტერესებდა, იმას ხომ არ მოეწერა, ვისი მოწერაც გამახარებდა. რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, მესენჯერიდან გამოვედი, ინტერნეტი გამოვრთე, მერე კი ბლოკი ისევ დავადე ტელეფონს, ოღონდ ვფრთხილობდი - როგორც უკვე გითხარით, მძიმე იყო აგური, და ვცდილობდი, ეკრანი არ დაზიანებულიყო. უცებ დავფიქრდი, რა უსამართლოა ცხოვრება, როცა ადამიანებს აძლევს უფლებას, იფიქრონ, კაცი თავს მხოლოდ ერთი მიზეზით იკლავსო; არადა ხომ შეიძლება, სამი მიზეზი მქონდეს, რის გამოც უარს ვიტყვი სიცოცხლეზე? ან, საერთოდ, მიზეზი არ მქონდეს ცხოვრებით უკმაყოფილებისა, და ამიტომაც მოვიკლა თავი? არა, განა თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, - უბრალოდ ფაქტებს გეუბნებით, რაზეც მაშინ ვფიქრობდი, თორემ, აბა, მაგ დღეებში ქვეყანაში სისტემის წინააღმდეგ მიმართული აქციები მძვინვარებდა, და ამიტომაც ყველას ფიქრები მაქეთკენ იქნებოდა მიმართული, მე კი აუცილებლად გამონაკლისი უნდა ვყოფილიყავი. დემოკრატია გვინდაო, იძახიან; როცა ყველანი თანაბრად დამნაშავეები ვიქნებით ერთმანეთის მიმართ, აი, მაშინ დამყარდება დემოკრატია - ანუ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე დემოკრატიაში ვცხოვრობთ. ყველა პოლიტიკური პარტია, რაც კი არსებულა სამყაროს დასაბამიდან, დამნაშავეა მთელ კაცობრიობასთან, ამიტომაც ხალხის გვერდით დგომის უფლება არ აქვს-მეთქი არავის, გავიფიქრე, მაგრამ წამსვე სახეში გავირტყი სილა - ხომ ვთქვი, მაგაზე არ ვიფიქრებ, ისევ თვითმკვლელობას დავუბრუნდები-მეთქი. აზრებს ვუყრიდი თავს, რომ რამე ჭკვიანური მეფიქრა სუიციდზე, თუმცა მერე, მეთქი, რატომ; ახლა ავდგები და სპაიდერ-მენის ფორმას ჩავიცვამ-მეთქი პროტესტის ნიშნად. ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე, რადგან ერთიანად შემომაწვა ბრაზი. ტრუსების ამარა გავტანტალდი საძინებლისკენ, და გზად სარკეში არეკლილ ჩემს სილუეტს ენა გამოვუყავი. იმანაც რომ გამომიყო, გადამეკეტა, და ფორმის ჩაცმა ცოტა ხნით გადავდე - სარკის წინ ავიტუზე. - კიტრო, - ვუთხარი. - კიტრო, - მითხრა. - კუანა, - ვუთხარი. - კუანა, - მითხრა, და გააკუა. - აბა, ჩაიხადე, - შევთავაზე, - დამანახვე, რა გაქვს. ჩაიხადა. - შებრუნდი, აბა, - ზემდგომი ტონით მივუთითე. შებრუნდა. - ჰა, შე ტრაკში დაჭრილო! - დავცინე. ვსიო, გავაბოზე. მიზანი მიღწეული იყო, ამიტომ გზა გავაგრძელე საძინებლისკენ. თეთრი გალაკული კარადა გამოვხსენი, ჩემს ტანსაცმელებში ქექვას მოვყევი, და მალე სპაიდერ-მენის ფორმაც ვიპოვე. ცოტა მოუხერხებელი ჩასაცმელი აღმოჩნდა, მაგრამ ტარება - არც ისე. გამოვედი უკან, ისევ იგივე გზაზე, და სარკეში უკვე გაბოზებულ ჩემს ანარეკლს ენა გამოვუყავი, მაგრამ მივხვდი, ნიღაბი რახან მეკეთა, ვერ დამინახავდა, ამიტომ ნიღაბი მოვიხსენი და ისე დავანახვე გამოყოფილი ენა. - წითელი გაცვია? - მკითხა. - შე ბოზო. ვსიო, გამაბოზა. ერთით ერთი. ასე გაბოზებული ვერ დავრჩებოდი, ამიტომ ორმოცდაათ თეთრიანი ანაკომის სუპი ქვაბში შევიწვი. როცა მივხვდი, რომ არ მეყოფოდა, ავდექი და ორმოცდაათ თეთრიანის შეწვა განვიზრახე შამფურზე, მაგრამ შამფურმა იმხელა ნახვრეტი გაუკეთა, რომ, მეთქი, მე რაღა შევჭამო. ჭკუა ვისწავლე, და ამ ჯერზე ოც თეთრიანი შევწვი ძაფზე, შამფურის ნაცვლად. აი, ამან უკვე დამანაყრა. დანაყრებული შევედი აბაზნაში, სადაც უნიტაზი, ნიჟარა, სარკე და სარკეში არეკლილი ჩემი სილუეტი იდგნენ. - ქურდებს სალამი, - მივესალმე უნიტაზს, ნიჟარას და სარკეს, - ბოზებს წალამი, ხელში კალამი, უკან - სხვა რამე. - ესეც დავამატე მერე, სპეციალურად ჩემი სილუეტისთვის. უცებ უნიტაზიდან მკვლელ-დემონი ამოძვრა, და მითხრა: - გაიქეცი, გაიქეცი, გარეული ტახი მორბის! მე ამ კაცის სიტყვას ასე ვერ გავატარებ-მეთქი, გავიფიქრე, და მართლაც გავიქეცი, მაგრამ, რადგანაც სახლში დიდი სივრცე არ მქონდა, შემოსასვლელი - და, ამავდროულად, გასასვლელი - კარი გავხსენი, და გარეთ გავვარდი. მეშვიდე საჯარო სკოლის დაღმართი რომ ჩავირბინე და ,,შაურმა ქლაბთან“ აღმოვჩნდი, მერეღა მივხვდი, რომ თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი. თავსხმა წვიმა იყო, და ზოგიერთი ქართული მდინარის კალაპოტზე დიდი დინება მოედინებოდა ჩემს მშობლიურ რუსთავ-ქალაქში. ხალხი, რომელიც შემთხვევით მოყვა წვიმაში და მოუხერხებლად მიიჩქაროდნენ, მაინც მე მაკვირდებოდნენ - გეგონებოდათ, წითლებში ჩაცმული სველი ბოზი აქამდე არ უნახავთო. ერთმა ბავშვმა დედამისს კაბა ჩამოქაჩა, მერე ჩემკენ ხელი გამოიშვირა. მე შემეშინდა, ვაიდა ჩემი შვილია და მიცნო-მეთქი, ამიტომ კიდევ უფრო სწრაფად გავიქეცი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სპაიდერ-მენი ვიყავი, ჰოდა ქსელი გავაბი და ასე ქსელ-ქსელად გადავადგილდებოდი ქალაქში. ,,მაკდონალდსთან“ ერთი გოგო შევნიშნე, გაურკვეველი გრძნობები რომ მაკავშირებდა მასთან, და ძირს დავეშვი. - ჰეი, ნატა, - დავიყვირე, და ხელი ავუწიე, - ჰეი, ნატა, ჰაი, ნატა, ჰუი, ნატა, ხუი, ნატ... კიარადა... ჰოი, ნატა, ვაუ, ნატა, - მუღამში შევედი, - ეჰეი, ნატა, ვაჰაჰა, ნატა, წოწ, ნატა, სალამალეიკუმ! - სალამ! - მომესალმა. ნიღაბი კი მეკეთა, მაგრამ მიცნო. ყოჩაღ! ეტყობა, ხმამ გამცა... - ამ წვიმაში აქ რომ დგახარ და სველდები... რატომ? - ვკითხე, - არ გირჩევნია, ჩემთან ავიდეთ და იქ დასველდე? გაზის ოთახში ავიდეთ. - შენ გელოდებოდი, ჰო, - მითხრა. - წინ, მეეტლევ, სპაიდერ-მენ, გამაქანე! - შემომიძახა. ნატა ზურგზე შემოვისვი, თან ვუთხარი, ხელები კარგად შემოხვიე, რომ არ გადმოვარდე-მეთქი. კარგიო. მართლაც ძლიერად შემომხვია თავისი ნაზი ხელები. ქსელებს რომ ვაბამდი და ჩემთან სახლში მიმყავდა, ვგრძნობდი, რომ უკვე ვკვდებოდი, ამიტომ ვთხოვე, ეგრე ძალიანაც არა-მეთქი. კარგიო, კიდევ ერთხელ დამთანხმდა, და ხელები ცოტათი მოადუნა. ასე ჯობდა. მაღლიდან ყველაფერი ჩანდა და, შესაბამისად, ბევრად უფრო უკეთ და ახლოს ჩანდა ჯვარი, რუსთავს რომ გადმოჰყურებს ბატონ-პატრონივით. რელიგია ილუზიაა და მისი სიძლიერე საპირისპიროდ მიემართება ჩვენი ლტოლვითი სურვილების წინააღმდეგ. მაშინ, როცა ცალკეული რელიგიები ერთმანეთთან დაობენ იმაზე, თუ ვისი რელიგიაა უფრო მართალი, მათ ავიწყდებათ ერთი რამ: სპაიდერ-მენი! განა სპაიდერ-მენია ჭეშმარიტება - არა, ამას ვერ დავიბრალებ - უბრალოდ სპაიდერ-მენს ფეხებზე ჰკიდია! დიახ, ეს ავიწყდებათ! და რამდენი სპაიდერ-მენი დადის დედამიწაზე? არც ერთი! სწორია! რატომ უნდა იაროს სპაიდერ-მენმა, როცა შეუძლია, რომ ქსელი გაუშვას და ჰაერში იმოძრაოს?! ორ წუთში მივედით ჩემს სახლში. ნატა სველი იყო. უკვე ბინდდებოდა. შუქი არ მქონდა, ამიტომ სახლში დიადი წყვდიადი და ზვიადი იდგნენ. - ვა, ზვიად, გაუმარჯოს, - მივესალმე. - ვის ელაპარაკები? - ჩამეკითხა ნატა. ეტყობა, ვერ ხედავდა ზვიადს. - ვის და... წყვდიადს, - მოვიფიქრე პასუხი, - ,,Hello, darkness, my old friend. გაუმარჯოს, წვდიადო, ჩემო ძველო მეგობარო...“ - აა... ციოდა, ჩვენ კი - ორივენი - სველები და გაყინულები ვიყავით. ნატა კანკალებდა, ამის ატანა კი არ შემეძლო, ჰოდა გაზის ოთახში საწერი მაგიდიდან რვეულები და წიგნები იატაკზე გადმოვყარე, მერე კი ცეცხლი წავუკიდე. კოცონს შემოვუსხედით. ნატა ჯერ ცეცხლს ეფიცხებოდა, შემდეგ, როცა უკვე ცოტათი გათბა, თავი მხარზე დამადო. სასწაულად რომანტიკული გარემო სუფევდა ჩემს სახლში. კოცონის გარშემო წყვდიადი და ზვიადი ფერხულს ცეკვავდნენ. შევთბი და შევხურდი. ნატას ჩაეძინა, მე კი ძლიერ აღგზნებული ვიყავი. თავს ვერ მოვერიე - მძინარე ნატა ოთხზე დავაყენე, და უკნიდან ფრთხილად მივედე, მაგრამ მაინც გამოეღვიძა. - რას აკეთებ?! - გაკვირვებული იყო. - ჩშშ, - საჩვენებელი თითი ტუჩებზე ავიფარე, - სპაიდერ-მენი... - რა? რა ხდება? - ვერ გაეგო ვერაფერი. - სპაიდერ-მენი გაზის ოთახში, - ავუხსენი. - აა... - მიხვდა, - მიდი მაშინ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი