დროება
სევდა ფიქრებში ჩავიწვი რისთვის ვიღწვი თუ გრძნობა არ ვიცი და სიყვარულში დავიწვი ბედის მწერალი თვალები შენი, მიცქერენ შორიდან მე კი უნარი აღარ მაქვს, დავბრუნდე ამ ცივ ომიდან ომი რომელშიც არც ტყვია, არც სროლა და არც სისხლია აქ სიბნელეა, სინათლეც, ქარტეხილი და ნისლია. მთვარე სარკმლიდან მიყურებს თვალებით, ალმაცერებით მთვარეზე თვალნი გისხედან ნაირ-ნაირი ფერებით არც ვიცი დრო თუ დარდია იქნებ დარდია დროება მე დამიკარგავს გრაგნილი დამყარდა ამაოება! ამაოება უშენო დარდებით ყველანაირი ფერადი-მკრთალი ნათება აზრები არანაირი... ფიქრები, ისევ ფიქრები აქ მაინც მანდვე ვიქნები სხვა სამყაროდან გადმოვალ, შაშვივით შემოვფრინდები! სიზმრად დავნიშნავ პაემანს როცა წამოვლენ სხივები... ჩუ... აქვე დილა თენდება ვიღაც კი ჩუმად ფეთდება ფეთდება შენი ნაკვთებით დილითაც რომ ანათებენ სიზმრიდან მაინც გამოდის მას ვეღარ დააკავებენ... გათენდა, ყივის მამალი მოხუცი ასხამს ჩაიდანს იხსენებს იმ ძველ მზის სხივებს მოგონებად რომ დადიან ძველი მოყვარე-ნაცნობი კი ამ დროს მაღლა ადიან! კიბეზე, მაგრამ იქიდან უკან რომ აღარ ჩადიან ვიღაც კი აქვე ბერდება ბერდება... მაგრამ შენატრის იმ ძველ პეწიან საღამოს ის დრო ხომ უკვე შორია! აქვე კი ახლოს მას თავი ფერად სიზმარში ჰგონია ჭაღარით, ჯოხით, ღიმილით ოქროსთვალებას შეჰხარის პატარა ქუდი ახურავს, ლამაზი, დიახ, ფერშალის! გზად გავლილი აქვს ბილიკი გადასერილი მინდვრები ვინ იცის მასაც ჰქონია, იქ ჩემნაირი ფიქრები... ერთ დღესაც ვეღარ მოვისმენ ხმაურებს ნაირნაირებს და ვეღარც გრძნობას გაგიმხელ, ფერადს და სულ სხვანაირებს! მაგრამ ეს დრო ჯერ შორია! მე დიდხანს შენთვის ვიქნები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
დ, ვ და თ ძლიერი ლექსებია, მომეწონა