გახსოვს, ამიგო?!..
გახსოვს ამიგო, როგორ მოვსერით, გადასერილი მწარე მინდვრები, როგორ იწვოდა ბუნების ტყავი, ალბათ აქ ბევრჯერ ტყვიას გავისვრით!.. გახსოვს ამიგო, როგორ იწვოდა, როგორ ბორგავდა დათვი მახეში, როგორ ვიწვოდით და როგორ ვთრთოდით, იმედს ვხედავით ყველა მნახველში! გახსოვს ამიგო იმისი სახე, უხსენებლად რომ გექცა სახელი, თითქოს ის იყო დათვიც და მახეც, და აღარ ჩანდა მაინც მნახველი როგორ იწვოდი მე ისიც მახსოვს, დაგაწყებინა ლექსების წერა, მე გვერდით გეჯექ, „ბევრი დაგათრობს“ არ მბეზრდებოდა ამისი მღერა! შენ კი მგელივით ყმუოდი თითქოს, ეს სხვებს არა ჰგავს ჩემო ამიგო, და ეს ცხოვრება მე ჩემს გზას მითმობს, მე კი ვეცდები რამე გაგიგო, მაგრამ რა არის გაუგებარი? შენ აქ შეშა ხარ, ოღონდ ბუხარში, მაგრამ რა არის გაუგებარი? შენში დავეცი როგორც წამხდარი, მაგრამ რა იყო ძველი გულის თქმა, გახსოვს ამიგო როგორ მღეროდი, როგორ დაგიკლა შენმა წადილმა, და მერე ერთად როგორ ვგლოვობდით, გახსოვს ის ღამე, წერილის მოსვლა, სისხლისფერი თმა, სისხლის ხელები, თითქოს ეს იყო სულის გარდმოსვლა და გარს გვეხვია თითქოს გველები, მერე ის კუბო, ოთხმა ატარა, აქედან ორნი ვიწვოდით გზაში, იმ უბედურმა გზა დაამთავრა, და ჩვენი გზებიც მოგვიკლა თმაში? გახსოვს მისი თმა ჩემო ამიგო, როგორი იყო ჭვავის მინდვრები, მე კი ვეცდები ბედს რომ გავუვგო, და მის საფლავთან ერთად ვითვრებით…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი