მტვრიანი როიალი


ჭაღების ასეულ, წლოვანი სიჩუმე,
ოთახს კი წყვდიადი იპყრობს და იბუდებს,
ოთახში წვიმა და თოვლები მეფობენ,
ოთახი, როიალს, იხუტებს...

ტყუილად მოსულხართ, აქამდე აქ მყოფნი,
ტყუილად წასულან, ვინც კი აქ ყოფილა
ასეთი უფერო, ასეთი ნატყორცნი,
ოთახში ამინდი, არასდროს შობილა...

როიალს სტკივა და ძველ დროებს იფარებს,
მრავალი მეჯლისი, მასთან რომ ყოფილან...
ახლა კი ვერავინ, აქ ვეღარ იხარებს...
აქ მარტო სულები, მიდი და მოდიან...

სულები, ამბებში გზები რომ ებნევათ,
ამინდი, როგორიც არასდროს შობილა,
როიალს ბრძოლა აქვს დანგრეულ კედლებთან,
სიცოცხლე ასეთი, არასდროს ყოფილა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი