ზამბარა


წარმოდგენაზე ათასი კაცი,
იქნებ ცხრაასი, ცოტა კი მორჩა,
თვალებსაც ნელა გააძრეს ქანცი,
კაცის თვალი სვამს, სული კი ცოდავს...

გადმოწვერილა ახლა ზამბარა,
გახსნილ უჯრაზე ძინავთ ნაგანებს,
კაცი კი მარტო, სულის ამარა,
ბოლო ნაბიჯებს ძალას ამატებს...

ახლა მარტო დგას უცხო კედელთან,
აქ კი მრავალი უყურებს თითქოს,
კაცი მარტოა თავის ვნებებთან,
თავის გაყინულ სხეულს ვერ ითბობს!

ახლა კედლებში ხედავს სილუეტს,
ვიღაც იცინის, ალბათ მართლა ჩანს,
ახლა დარბაზიც ხელად იხუვლებს,
კაცი მიხვდა, რომ, უკვე დამარცხდა...

წამოაშველა ხელი ჭრილობას,
გადმოწვერილა უკვე ზამბარა,
სულის მონარჩენს ცრემლად იხოკავს,
და თან ნატეხებს ხვეტავს ანაზდად...

გადმოწვერილა ახლა ზამბარა,
გახსნილ უჯრაზე ძინავთ ნაგანებს,
კაცი კი მარტო, სულის ამარა,
ბოლო ნაბიჯებს ძალას ამატებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი