განშორების სონეტები
განშორების სონეტები, რა ფრივ დგანან, რა გვარ ჟღერენ, ქუჩა-ქუჩა ბოჰემები, საუკუნოდ ამღერებენ... როგორც თოვლში, როგორც დარში, ახმაურდა ყველა ხურდა, მაგრამ ამათ ხარბებაში, ყველა ბგერა დახარჯულა, განშორების სონეტები, რა ფრივ დგანან, რა გვარ ჟღერენ უმიწაწყლო ბოჰემები, ქუჩა-ქუჩა ამღერებენ... რაც კი შერჩათ, რაც კი დარჩათ, არის მხოლოდ ძველი გრძნობა, იარები სულში აჩნდათ, არ აცდიდნენ შრამებს ლპობას, ქუჩა-ქუჩა ბოჰემები, ამღერებენ რაც კი დარჩათ, განშორების სონეტები, სულზე დაღად რომ დააჩნდათ... განშორების სონეტები, რა ფრივ დგანან, რა გვარ ჟღერენ, ქუჩა-ქუჩა ბოჰემები, საუკუნოდ ამღერებენ... (მაგრამ გრძნობას ამ მღერებით, საუკუნოდ აღმერთებენ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი