ასი...
ასი კიბე, ასი წვეთი, დატენილი ნაგანი, ბევრი გზა, და ბევრი ჯიბე, ეს უფერო ამბავი, წვიმდა იმ დღეს, როგორ წვიმდა, აოხრებდა ვენახებს, მაინც მსურდა, და მინდოდა, ცივ ღრუბლებსაც ვენახე. ცხრა მთა იყო, წინ და ცხრა ზღვა, ყველგან ცხრაჯერ ვიარე, და როდესაც გული დაცხრა, გზად ვკვალავდი ხვიარებს... ცხრა მთა იყო, წინ და ცხრა ზღვა, ყველგან ცხრაჯერ ვიარე, ღმერთმა უწყის, ეგებ სადღაც, კაცის სულიც ღრიალებს... დაიხურა ყველა სცენა, სცენის მტვერმაც იგვემა, მაგრამ ახლა ვეღარ ვხედავ... ფარსი როგორ იდგმევა... 04.10.2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი