იქნებ ცხადი... იქნებ სიზმარი...
ცივი ზამთარი... მე მებადა მხოლოდ კელია, ზამთრის თოვაში, დავეძებდი მე შენს ნაკვალევს, როცა მყინვარი მგელთა ხროვის მარადმცველია. მხოლოდ ჩემფერი შლეგი ავა და აქ გაათევს... ღამის წამებას შევხვდი ღიმილით, როცა თვალებმა მიწყეს ნათება, როცა ვეგებე მთათა სიცივით, მე თვალწინ მედგა შენი ხატება... როცა ვიგრძენი სისხლის თქრიალი, თბილი ნამუნი... უკვე მიყოფდნენ, როცა კლდეებსაც ეწყოთ ღრიალი, და ბედის მწერლებს მედგრად იხმობდნენ... მაგრამ სად იყო მაშინ მშველელი, მაგრამ თურმე არც კლდენი ყოფილან, თურმე აღმოვჩნდი სიზმართ მთესველი, და ხროვის მსგავსი არვინ შობილა... მაგრამ თქრიალი ისევ მესმოდა, თბილი ნამუნი... უკვე მიყოფდნენ, ჩემს საფეთქლებსაც დაღლა ეტყობა, და მყინვარებიც აწ მე მიხმობენ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი