იმ დილას


და იმ დილას,
იმ ყინვაში
რომ დავკრიფე ცად მე ვარდი,
სწორედ მაშინ დაგინახე,
სწორედ მაშინ შემიყვარდი!
მე მას მერე აღარა ვარ...
დარჩა ჩემგან მხოლოდ დარდი!

ძველო ფიქრო, გამეც ადე
გაუდექი შენს გზას, წარდი...
ანდა იქნებ დარდი არა
ეკალია ეს იმ ვარდის?

ანდაც იქნებ ზღაპარია?
გახურება იმ ძველ ფარდის
თეატრის მტვერს რომ ინახავს
და თან სულ რომ სადღაც გარბის!

აღარ არის ძველი ფიქრი
დრო კი ამ დროს სადღაც მიქრის,
სტრიქონები ემატება
ის კი ამ დროს სხვაგან გარბის!

საათია ისევ ძველი
ორს უკლია ოცდახუთი
მე კი ისევ ნახვას ველი
შენ იცი რომ მე მოგელი!

დრო კი გარბის
თანაც ჩქარობს
ამ ყინვაში ვარდი ხარობს?
აქ ყინვაა გულში კიდევ
ეს ავდარი მაინც დარობს!

არ ვიცი იქნებ მოვრჩე ამბავი,
რომ ავყოლილვარ წერას,
თუ განაჩენი დაწერა
უკვე ამ ბედისწერამ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი