წინაპარი


არ დაგავიწყდეს ველად ყოფნისას
თუ შეგიხორცდა ძველი იარა
მუდამ გახსოვდეს იმ მტრის სახელი,
მასზე ტყვიით რომ გადაგიარა!

და როცა ფიქრში
დადუმდა მიწა
და დუმდა სიოც
ძველ კაშხლის ნისლში!..

მაგრამ მაინც წავა დრო ამ ომის
დამიჯერეთ წუთი დარჩა შორის
კიდევ მოვა ძლევა ძველ დიდგორის
აღელვების, მოგონების, თრთოლვის...

ისტორია? ყველაფერზე ფიქრობდნენ
ერთნი როცა სისხლით მიწას იცავდნენ
მეორენი ამ მიწაზედ მიჰქროდნენ
ქორ-ვაჭარნი რუსზე მეტად რუსობდნენ
ქორ-ვაჭარნი სპარსზე მეტად სპარსობდნენ
ქორ-ვაჭარნი თურქზე მეტად თურქობდნენ!
ქართველები(!) ამ მიწაზედ დგებოდნენ
ქართველები ამ მიწასაც კოცნიდნენ
ქართველები ამ მიწაზეც კვდებოდნენ!

არ დაგავიწყდეთ ველად ყოფნისას
თუ შეგიხორცდათ ძველი იარა
მუდამ გახსოვდეს იმ მტრის სახელი
მასზე ტყვიით რომ გადაგიარა!
გადაიარა მონღოლთა ურდომ
სპარსმა, რუს-თურქმაც გადაიარა
მაგრამ მაინც ვერ ამოიშალა
დაღად დასმული გულის იარა
ბევრი იარა, ცოტა იარა,
და ამ დროებამ რომ ჩაიარა
ტკივილი მაინც არსად წასულა, იბრძოლა... მაინც ვერ გაიარა!

იმ ძველ მთებში და იმ ძველ ველებში
რომ დარჩენილა ძველი ფერები
ფერები შავი, ძვლები, ხელები
სარზედ გაკრული, მარტოდ ძელები
მაგრამ კოსმოსი, ისევ დუმილი
ძალზედ ხმაურობს ამაოება
ისტორიაში გმირი დარჩება
კამათლები კი განმეორდება

ძველი ფიქრები...
მეფის ძვლებია,
საფლავებიდან იმის გოდება,
ამას ქვეყანა გაუყიდია
სანაცვლოდ კიდევ შერჩა წოდება
მაგრამ სიკვდილზე გაუფიქრია
შეუმჩნევია ამაოება
სწორედ ამიტომ თავად წავიდა
თავად განგმირა ნაწარმოებმა!
საქმე ადიდა, საქმემ ადიდა
მაგრამ წოდებამ ვერ განადიდა!
მაღალი იყო იგი წოდებით,
სული მდაბალი, სავსე ცოდვებით!
მაგრამ ფიქრები ისევ ფიქრები
საფლავი გმინავს სულის მისნებში
ისევ გოდება... ამაოება... ხელზე ნატვიფრი სულის ამბორი
ისევ გაცემა... ისევ ტკივილი... საქართველოა ჩემი გამგონი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი